|
2020-04-18 10:16:07, 1526 ნახვა
კომენტარი
„საპარტნიორო ფონდის“ განცხადებით, ფონდს მთავრობის მხრიდან არ ჰქონია დავალებული ქვეყანაში COVID-19-ის ტესტერებისა და პირბადეების იმპორტი
„საპარტნიორო ფონდი“ გამოვეხმაურა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „საპარტნიორო ფონდს“ მთავრობის მხრიდან დავალებული ჰქონდა COVID-19-ის ტესტერებისა და პირბადეების იმპორტი, რაც ტელეკომპანიის თქმით, ფონდმა ჩააგდო. ფონდში განცხადებით, რომ მათ მთავრობის მხრიდან არ ჰქონია დავალებული ქვეყანაში COVID-19-ის ტესტერებისა და პირბადეების იმპორტი, შესაბამისად გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ფონდში აღნიშნავენ, რომ „საპარტნიორო ფონდის“ მანდატში არ შედის ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების განხორციელება. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავრცელებულ აბსოლუტურად ცრუ ინფორმაციას, თითქოს „საპარტნიორო ფონდს“ მთავრობის მხრიდან დავალებული ჰქონდა COVID-19-ის ტესტერებისა და პირბადეების იმპორტი, რაც ტელეკომპანიის თქმით, ფონდმა ჩააგდო. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ფონდს მთავრობის მხრიდან არანაირი მგავსი დავალება არ მიუღია, ასევე, არანაირი შეხება არ ჰქონია ქვეყანაში COVID-19-ის ტესტერებისა და პირბადეების იმპორტთან, უფრო მეტიც, „საპარტნიორო ფონდის“ მანდატში არ შედის ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების განხორციელება“, - განაცხადეს "საპარტნიორო ფონდში".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)