|
2020-04-18 10:02:36, 1277 ნახვა
კომენტარი
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი უკანონო ბორდერიზაციაზე - რუსეთი ვერ ცხრება ჩვენი მიწების მიტაცებითა და უკანონო საზღვრების გავლებით
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი, რუსეთის მიერ განხორცირელებულ უკანონო ბორდერიზაციის პროცესს გამოემხაურა. ეპისკოპოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ წითელ პარასკევსაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო ერთმანეთის მიმართ სოლიდარულია, რუსეთი ვერ ცხრება ჩვენი მიწების მიტაცებითა და უკანონო საზღვრების გავლებით. „ვაი, ამ ჩვენი მიწითა და სისხლით გაუმაძღარ ერთმორწმუნე რუსეთს, რომელიც საყოველთაო პანდემიის დროს, მაცხოვრის ჯვარცმის დღეს, წითელ პარასკევსაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო ერთმანეთის მიმართ სოლიდარულია, ვერ ცხრება ჩვენი მიწების მიტაცებითა და უკანონო საზღვრების გავლებით”, - წერს სოციალურ ქსელში მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი. შეგახსენებთ, რომ გუშინ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ბორდერიზაცია განახორციელეს, რის შედეგადაც მოსახლებას სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომა შეეზღუდათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)