|
2020-04-17 14:54:41, 2108 ნახვა
რეგიონი
იმერეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს დახმარება გადაეცათ
დევნილი ოჯახებისთვის საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების გადაცემის პროცესი გრძელდება. ამ ეტაპზე, დახმარება იმერეთის რეგიონში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დაურიგდათ. სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრებს მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მშობლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ონკოლოგიური ავადმყოფები იღებენ. ამასთან, აღნიშნული დევნილი ოჯახები რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში და მინიჭებული აქვთ 30 001-ზე ნაკლები ქულა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ბიუჯეტში დევნილი ოჯახების დახმარების მიზნით 100 000 ლარამდე გამოიყო. საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები, საქართველოს მასშტაბით, ჯამში,1050 დევნილ ოჯახს გადაეცემა. პარალელურად, ქუთაისში დევნილთა საცხოვრებელი შენობების დეზინფექცია მიმდინარეობს. სადეზინფექციო სამუშაოები ქუთაისის, ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასწავლო ცენტრის დირექტორის მერაბ კვიცარიძის მხარდაჭერით, 16 დასახლებაში ჩატარდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)