|
2020-04-17 13:12:18, 1461 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე - ხელისუფლება ვეღარ მართავს პროცესებს, პირიქით, პროცესი მართავს დღეს ხელისუფლებას
„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლება ვეღარ მართავს პროცესებს, პირიქით პროცესი მართავს დღეს ხელისუფლებას. გიორგი ვაშაძეს მიაჩნია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე სპონტანური და გაუაზრებელი ქმედებების მსხვერპლია, რადგან სახელმწიფო პილატე პონტოელის მსგავსად პასუხისმგებლობას გაურბის. ვაშაძის თქმით მმართველ გუნდს არაპროფესიონალიზმი, უცოდინრობა და ხელისუფლების შენარჩუნების მძაფრი ინტერესი ამოძრავებს „პირველი, რომ პროცესი მართავს ხელისუფლებას და არა ხელისუფლება მართავს პროცესს. მეორე - სწორედ ამიტომ, ჩვენ ვართ სპონტანური გადაწყვეტილებების მსხვერპლი თითოეული საქართველოს მოქალაქე, მესამე-ხელისუფლებამ პილატე პონტოელის მსგავსად პასუხისმგებლობა ხალხს გადააკისრა სააღდგომო რიტურგიასთან დაკავშირებით და მეოთხე, რომ ახლა რაღაცნაირად უნდა ისევ და ისევ პოლიტიკური სარგებელი მიიღოს ამ ყველაფრისგან და აჩვენებს თითქოს რამეს აკეთებს. ეს არის აბსოლიტურად გაუაზრებელი ქმედებები, რისი მსხვერპლიც არის სამწუხაროდ დღეს საქართველო. არაპროფესიონალიზმი, უცოდინრობა და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მძაფრი ინტერესი ხელისუფლების შენარჩუნების - მეტი არაფერი არ ამოძრავებს ამ ადამიანებს სამწუხაროდ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)