|
2015-07-29 15:36:02, 639 ნახვა
საზოგადოება
ღორეშას საზოგადოებრივ ცენტრში უფასო ტრენინგები ჩატარდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში 29 ივლისს სოფელ ღორეშას საზოგადოებრივ ცენტრში უფასო ტრენინგები ჩატარდა. სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის მიზანი ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობაა. პროექტის მეშვეობით ახალგაზრდებმა დასაქმებისათვის საჭირო ინფორმაცია და რეკომენდაციები მიიღეს, რაც დაეხმარებათ იმ საჭირო უნარებს განვითარებაში, რომლებიც მათ მიზნების მიღწევასა და მომავალი კარიერის უკეთ დაგეგმვაში დაეხმარებათ. „ტრენინგებში მონაწილეობას ის ახალგაზრდები იღებდნენ, რომლებმაც რეგისტრაცია 25 ივნისამდე გაიარეს და ტრენინგზე დასასწრები, შევსებული სარეგისტრაციო ფორმა წარადგინეს. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა შეიძინეს ცოდნა სამი მოდულის მიმართულებით: სამსახურის მოძიება, რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შემუშავება, გასაუბრების უნარები და თვითპრეზენტაცია. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. ამ მხრივ, განსაკუთრებით პრიორიტეტულია ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება, მოსახლეობის განათლებისა და ცნობიერების ამაღლების გზით“, - განაცხადა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა. საზოგადოებრივი ცენტრების განვითარების ინიციატივა პროექტის „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში II” ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც სერვისების განვითარების სააგენტო ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)