|
2020-04-16 15:59:01, 1075 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი - ხელისუფლება საპატრიარქოსთან ერთად ფიქრობს არ შეირყეს ის საფუძველი, რაზეც საქართველო დგას
ხელისუფლება საპატრიარქოსთან ერთად ფიქრობს არ შეირყეს ის საფუძველი, რაზედაც საქართველო დგას და საფუძველთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ეკლესია და ტრადიცია, რომელიც საუკუნის განმავლობაში - ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, საპატრიარქოს მიერ გაკეთებული უნდა გაიაზროს თითოეულმა ადამიანმა და მიხვდეს რას მოგვიწოდებს ეკლესია. „ეკლესია ვერ დაიხურება, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ მძევალი. პირიქით, რასაც პრემიერ-მინისტრი ამბობს, ის ხვალინდელ დღეზეც არის გათვლილი, რომ საზოგადოებაში არ შეიქმნას დაპირისპირება მორწმუნეთა შორის - რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი მისვლა აუცილებელია ეკლესიაში და რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი მისვლა აუცილებელი არ არის. მთავრობამ, რეალურად, იმაზეც უნდა იფიქროს, რომ საზოგადოების შიგნით არ გაჩნდეს დაპირისპირება, მითუმეტეს, ჩასაფრებული ხალხის არსებობის გათვალისწინებით", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, მოცემულ სიტუაციაში პასუხისმგებელია თითოეული მოქალაქე. „რაც არ უნდა მოგვიწოდონ ეპიდემიოლოგებმა, რაც არ უნდა პოლიციელების დიდი პოსტები გავშალოთ მთელ ქალაქში და სახელმწიფოში, თუკი ადამიანმა არ გაითავისა, რომ საფრთხეს უქმნის მეორე ადამიანს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებას, საფრთხეს უქმნის არა მარტო სასულიერო პირებს, არამედ ეკლესიას და მის ავტორიტეტს, ვერაფერი ვერ დააკავებს იმ უბედურებას, რაზედაც გვესაუბრებიან ჩვენი ეპიდემიოლოგები და ავტორიტეტული ექიმები. მათ რეალურად იციან, რა შეიძლება ამას მოყვეს. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა დღეს გადამწყვეტია", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)