|
2020-04-15 12:02:24, 1611 ნახვა
რეგიონი
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული - ქუთაისისა და ზესტაფონის სასაფლაოები სააღდგომო პერიოდში დაკეტილი იქნება
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ქუთაისისა და ზესტაფონის სასაფლაოები სააღდგომო პერიოდში დაკეტილი იქნება. მისი თქმით, სასაფლაოები სავარაუდოდ, 3 დღის განმავლობაში იქნება დაკეტილი. „დიდი ქალაქების - ქუთაისის და ზესტაფონის - სასაფლაოები სააღდგომო პერიოდში დაკეტილი იქნება. სასაფლაოები სავარაუდოდ, 3 დღის განმავლობაში იქნება დაკეტილი. ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს, ეს იქნება - კვირას, ორშაბათს, სამშაბათს თუ შაბათს, კვირას და ორშაბათს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ სააღდგომოდ ხალხის მობილიზება არ მოხდეს. მოგეხსენებათ, სასაფლაოებზე ბევრი ხალხი გადის და ვირუსის გავრცელების დიდი რისკია. ჩვენ ისედაც გვაქვს განთავსებული ბლოკსაგუშაგოები ყველა შემოსასვლელ-გასასვლელში და შესაბამისად, გამკაცრდება კონტროლი საგუშაგოებზე. გადაადგილება თითოეულ ქუთაისელს და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ქალაქის შიგნით ჩვეულებრივად შეეძლებათ“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)