|
2020-04-14 19:07:13, 2203 ნახვა
მსოფლიო
ღია რესტორნები და პარკები სადაც ხალხი კვლავ დადის, შვედეთი კარანტინზე უარს ამბობს
ღია რესტორნებში მოვახშმე წყვილები, პარკები სადაც ხალხი კვლავ დადის, შვედეთში მოსალოდნელი პანდემიის ფონზე სიტუაცია უნიკალურია. სკანდინავიურმა ქვეყანამ, პანდემიასთან საბრძოლველად განსხვავებული ხერხი აირჩია. მთავრობამ ნაცვლად მკაცრი აკრძალვებისა როგროც სხვა ევროპულ ქვეყნებშია, არჩია ჯანდაცვის სფერო არ დაეზიანებინათ და უარი ეთქვათ კარანტინზე. პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლიოფვენმა მიმართა მოსახლეობას, მოქცეულიყვნენ როგროც ზრდასრულები და არ გაევრცელებინათ პანიკა. გასულ ოთხშაბათს და ხუთშაბათს სიკვდილიანობის მაჩვენებელმა ქვეყანაში ასს მიაღწია, რამაც გაამძაფრა იმის შიში, რომ ქვეყნა პანდემიის რიკის წინაშე დგას. ხელისუფლებამ, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საერთაშორისო სარბიელზე მათი მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა, მკაცრ ზომებზე უარის თქმით. კვლევა, რომელიც სამედიცინო ჟურნალ „Lancet” - ში გამოქვეყნდა, აშშ-ის, შვედეთის და დიდი ბრიტანეთის მთავრობის საქციელის უპასუხისმგებლობასა და გაუმართლებლობაზე მიგვანიშნებს, მათი დაგვიანებული რეაქციის გამო ვირუსზე. გაერთიანებულმა სამეფომ ამ დრომდე არ შემოიღო მკაცრი ზომები ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიუხედავად. შაბათს, შვედურმა მედიამ დააანონსა, რომ ქვეყანა ემზადებოდა კარანტინისთვის კოვიდ-19-ით გამოწვეული მზარდი სიკვდილიანობის გამო, მაგრამ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ორშაბათს გამართულ კონფერენციაზე ამ თემას არ შეეხო. სახელმწიფო ეპიდემიოლოგმა, ანდრეს ტეგნელმა განაცხადა, რომ მთავარი პრობლემა მოხუცებში ვირუსების გავრცელებაა. მან გამოყო კოვიდ-19-ის გარკვეული რისკ ჯგუფებეი, როგროიცაა 70 წელს გადაცილებული მოსახლეობა და ქრონიკული დაავადების მქონე პირები. „როდესაც მე ვესაუბრები ჩემს ნორვეგიელ კოლეგებს, მათ მსგავსი პრობლემა არ აქვთ. რადგანაც ვირუსი ახალია, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რომელი დაავადებებია საშიში ვირუსის დროს“, - განაცხადა ტეგნელმა. “Euronews”-ისთვის მომზადებულ განცხადებაში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კოვიდ-19-ის პანდემიის დასაცავი რეკომენდაციები გამოსცა, ესენია: საყოველთაოო ტესტირება კოვიდ-19-ზე, ფიზიკური დისტანცირება, თვითიზოლაცია დადებითი პაციენტებისთვის და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. „თითოეული ქვეყანა თვითონ წყვეტს რა ზომები მიიღოს, რაც ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე და ვირუსის გავრცელების სიხშრეზეა დამოკიდებული“, - განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრესსპიკერმა. შვედეთმა, თავისი მეზობლებისგან განსხვავებით არ შემოიღო საკარანტინო ზომები, ამის სანაცვლოდ მთავრობამ მოსახლეობას მოუწოდა პასუხისმგებლობა გამოეჩინათ და რეკომენდაციები დაეცვათ. 70 წელს გადაცილებულია დამიანები და რისკ ჯგუფებში შემავალი ადამიანები ვალდებულნი არიან შინ დარჩნენ, ხოლო სკოლები დაინსტიტუტები, რომლებიც მარტის შუა რიცხვებიდან დაკეტილია, კვლავ დისტანციურ სწავლებას აგრძელებენ. ორშაბათს, ანდრეს ტეგნელმა განაცხადა, რომ სამუშაო პირობებმა შვედეთში, საშუალება უნდა მისცეს მოქალაქეებს დისტანციურად იმუშაონ სახლიდან თუ მათ მცირედი სიმფტომები მაინც აქვთ. ხელისუფლება კვლავ მოუწოდებს მცირედი სიმფტომების მქონდე მოქალაქეებს დარჩნენ თვითიზოლაციაში. შვედეთში, შეზღუდვები მოქმედებს, საჯარო შეკრებებზე სადაც 50-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. ასევე აკრძალულია ვიზიტები მოხუცცებულთა სახლებში. „მთავრობა ცდილობს, მოხუცებულებში ვირუსის გავრცელება შეაჩეროს. შვედეთს არ უნდა საყოველთაო კარანტინი, რადგანაც სამედიცინო სფეროს მუშაკების 20-25% პროცენტს დაკარგავენ, რომლებიც ქვეყანას ასე სჭრიდება “, - განაცხადა „Euronews“-ის რეპორტიორმა სტოკჰოლმიდან, პერ ბეგფორს ნიუბერგმა. მთლიანობაში, შვედეთში 687 ადამიანი გარდაიცვალა ცოვიდ-19-ით, ხოლო დაავადებულთა რიცხვი 8419-ია. თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა უფრო დიდი იყოს, რადგანაც შვედეთში, მხოლოდ მწვავე სიმფტომების მქონდე ადამიანებს და სამედიცინო სფეროს მუშაკებს ამოწმებენ.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)