05:32 - 23 May, 2026
|
2015-08-12 18:56:47, 524 ნახვა
საზოგადოება
„პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენელმა საკრებულოს დეპუტატებს წყალი გადაასხა
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მირზაშაფის კორექტირებულ პროექტს განიხილავენ, მორიგი ინციდენტი მოხდა. „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენელმა ნატა ფერაძემ პროექტთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა. მან საკუთარი პოზიცია ხმამაღლა დააფიქსირა. სხდომაზე ფერაძესა და საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ალიბეგაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა. ალიბეგაშვილმა „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენელს მოუწოდა, რომ ზერელედ ნუ აფიქსირებდა პოზიციას. ნატა ფერაძემ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი ადგილიდან, რომელიც მეორე სართულზე მდებარეობს, დეპუტატებს ბოთლიდან წყალი გადაასხა. ნატა ფერაძეს საკრებულოს შენობა მანდატურებმა დატოვებინეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)