02:58 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-12 18:04:54, 2370 ნახვა

მსოფლიო
კორონავირუსის გავრცელების გამო აშშ-ის ისტორიაში პირველად, ყველა შტატიში კატასტროფის დეკლარაცია გამოცხადდა

კორონავირუსის გავრცელების არეალის კრიტიკული ზრდის საფუძველზე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ვაიომინგის შტატში კატასტროფის ფედერალური დეკლარაციის გამოცხადების შემდეგ ყველა შტატი ერთდროულად კატასროფის დეკლარაციაში მოაქცია.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გარდაცვლილთა რიცხვმა 20 ათასს მიაღწია ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობა ნახევარ მილიონს გადასცდა. უბედურების ზონად გამოცხადების შემთხვევაში, თეთრი სახლის ინფორმაციით, შტატებს და ადგილობრივ მთავრობებეს, ისევე როგორც არაკომერციულ ორგანიზაციებს ფედერალური დაფინანსების მიღების საშუალება ეძლევათ.  

შტატის მთავრობებს, ასევე ფედერალური რესურსებით დაეხმარებიან, საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტო და არმიის საინჟინრო კორპუსი.

"მიუხედავად იმისა, რომ ვაიომინგში ვირუსით ინფიცირების შემზარავი მაჩვენებელი არაა, ეს დეკლარაცია დაგვეხმარება მოვემზადოთ და საჭიროების შემთხვევაში გვქონდეს რესურსები მობილიზებული", - განაცხადა შტატის გუბერნატორმა, მარკ გორდონმა. 

ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 530 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 20 608 ადამიანი გარდაიცვალა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics