|
2020-04-11 17:53:09, 1552 ნახვა
კომენტარი
ხუნდაძე - პანდემიის გავრცელების ხარისხი და რისკი მაღალია, შეიძლება ყველა წესი დაიცვა, მაგრამ თეორიული ვარიანტი ყოველთვის რისკფაქტორად რჩება
ჯანმრთელობის დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რაიონულ ცენტრში Covid-19-ის პანდემიისთვის კლინიკების მზაობას ამოწმებს და აფასებს. როგორც მან ტვ „პირველის" ეთერში განაცხადა, კლინიკებში ყურადღება ექცევა ინფრასტრუქტურას, მედპერსონალის მომზადების ხარისხს, დამცავი საშუალებების მარაგებსა და სივრცეების მოწყობას. „მნიშვნელოვანია, როგორაა დატრენინგებული მედპერსონალი, აქვთ თუ არა ასეთ პაციენტებთან მუშაობის ცოდნა და უნარ-ჩვევები. მნიშვნელოვანია ასევე აღჭურვა. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს, ხელოვნური სუნთქვის აპარატებს, რადგან Covid ინფექციების უდიდეს ნაწილში არის პნევმონიები და მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, რომელიც ერთ-ერთი მძიმე გართულებაა. ასეთ შემთხვევაში ყველა სასუნთქი აპარატი მისი მონაცემებით არ გამოდგება. ამიტომ ვაზუსტებთ, რომელ კლინიკას რამდენი აქვს ამ სიმძლავრის აპარატი, რომ ვიცოდეთ, რა მზაობა აქვს ამ კუთხით. ასევე მნიშვნელოვანია, კლინიკებს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების რა მარაგები აქვთ. რა პერიდოსთვისაა საკმარისი ეს მარაგი, რადგან არ შეიძლება მუშაობის პროცესში გამოილიოს დაცვის საშუალებები და რისკის ქვეშ დადგეს თვითონ პერსონალი. ვამოწმებთ სამორიგეო განაწესს, საპასუხისმგებლო არეალებს და პასუხისმგებლობა როგორ არის გადანაწილებული მედპერსონალზე, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მნიშვნელოვანია ასევე ინფექციების გადაკვეთის სივრცეები, რომ არ მოხდეს უკვე დაინფიცირებული პაციენტიდან სხვა პაციენტზე ინფექციის გავრცელება. თუმცა, შესაძლოა, ერთ შემთხვევაში ტესტი იყოს უარყოფითი, მაგრამ მას აქვს თავისი ინკუბაციური პერიოდი და რამდენიმე დღის შემდეგ მოხდეს ინფექციის დადასტურება. ეს რთული პროცესია. კოვიდ ინფექციის კლინიკებში მიდის უკვე დადასტურებული, დიაგნოზდასმული პაციენტი და კლინიკამ უკვე იცის, რომ ეს პაციენტი არის კოვიდ ინფიცირებული, ხოლო ცხელების კლინიკებში მიდის პაციენტი, რომელსაც არ აქვს ინფექცია დადასტურებული და მას შესაძლოა ჰქონდეს ან არ ჰქონდეს ეს ინფექცია. სწორედ ამიტომ არის პრეტრიაჟის სივრცე, სადაც თავიდან ხდება გამოკითხვა და შემდეგ არის ტრიაჟის სივრცე, სადაც უფრო სიღრმისეული ანამნეზის შეგროვება, კეთდება თერმოსკრინინგი და ა.შ. აქ უკვე ხდება გამიჯვნა, თუ რომელი პაციენტი რომელ სივრცეში უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, თეორიული რისკები მაინც არსებობს და თეორია პრაქტიკად იქცევა ხოლმე. ევროპაში დადასტურდა მედპერსონალის ინფიცირებაც, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ტრენინგს, როგორ მოიხმაროს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, როგორ ჩაიცვას და გაიხადოს დამცავი კუსტუმი, ანუ ყველა დეტალი და ნიუანსია ძალიან მნიშვნელოვანი. პანდემიაც იმიტომ არის, რომ მისი გავრცელების ხარისხი არის მაღალი, რისკი არის მაღალი და ზოგჯერ პრაქტიკულად შეიძლება ყველა წესი დაიცვა, მაგრამ თეორიული ვარიანტი ყოველთვის რისკფაქტორად რჩება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)