14:30 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-11 11:09:30, 13481 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

მისი თქმით, სამი პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და რამდენიმე დღეში მძიმე პაციენტებად აღარ ჩაითვლებიან.

„ჩვენც ცენტრში საყურადებო და პრობლემური პაციენტი გვყავს სამი, მძიმე, რომლებიც ინტენსიური თერაპიის გაყოფილებაში მკურნალობენ. მთელი დღე-ღამის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუარესებულა არც ერთთან, მაგრამ ჯერჯერობით პროგნოზულად სერიოზულად და მძიმედ რჩებიან. დანარჩენი სამის მდგომარეობა, როგორც უკვე მოგახსენეთ, გაუმჯობესებულია, სტაბილურია და ალბათ რამდენიმე დღეში უკვე შეიძლება, რომ მძიმე პაციენტებად აღარ განვიხილოთ.

ახლა ჩვენთან არის 8 საეჭვო პაციენტი, რომელსაც ჩაუტარდება ტესტირება. ამის პარალელურად, ორ კვირაში ერთხელ ხდება მედპერსონალის ტესტირება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics