|
2020-04-10 13:58:14, 1909 ნახვა
სამართალი
პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით რუსთავში ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული კ.ო. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-მ განუცხადა. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვან გერს - 2003 წელს დაბადებულ ი.მ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)