18:21 - 23 May, 2026
|
2020-04-09 15:43:20, 1734 ნახვა
რეგიონი
ლენტეხსა და ცაგერში ბლოკპოსტები განთავსდება და მოსახლეობის თერმოსკრინინგი მოხდება
ლენტეხსა და ცაგერში ბლოკპოსტები განთავსდება და მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყება, - ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, 53 წლის ინფიცირებული მამაკაცის პირველადი კონტაქტები უკვე დადგენილია, რომელიც ცაგერში 18-ს, ხოლო ლენტეხში 50-ს აღწევს. „ზომები, თავისთავად ცხადია, გამკაცრდება, მაგრამ გადაადგილება არ შეიზღუდება. გამშვები პუნქტები მოეწყობა რეგიონში, სადაც თერმოსკრინინგი ჩატარდება. ასევე, იმ რისკის შემცველ სოფელში, სადაც აღნიშნულმა პიროვნებამ იმოძრავა, უკვე დაწყებულია ექიმების შემოვლა. პირველადი კონტაქტები თითქმის დადგენილია და გრძელდება ამ კუთხით მუშაობა“, - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)