|
2015-08-11 22:53:13, 543 ნახვა
საზოგადოება
უეფა-ს სუპერთასის მატჩის დაწყებამდე "დინამო არენაზე" საზეიმო ღონისძიებები გაიმართა
უეფა-ს სუპერთასის მატჩის დაწყებამდე "დინამო არენაზე" შეხვედრის გახსნითი საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. გახსნის ცერემონია ქართული ხალხური ცეკვით დაიწყო. ამის შემდეგ ორივე გუნდი გამოვიდა მინდორზე და შესრულდა უეფა-ს სუპერთასის ჰიმნი. ცერემონიაზე ასევე ცოცხალი ჯაჭვი შეიკვრა, 1000 ბავშვის, ფეხბუთელების, მსაჯებისგან და სხვა პირებისგან შემდგარი. გახსნის ღონისძიებაზე წარსდგა ცეკვის ანსამბლი "ერისიონი", რომელიც წელს 130 წლის იუბილეს აღნიშნავს. წარმოდგენაში დაახლოებით 200 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა - მოცეკვავეებმა, მოზარდებმა და ბავშვებმა. შემდეგ მოზარდებმა მოედანზე შემოიტანეს უზარმაზარი დროშები უეფა-ს ევროპა ლიგისა და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თასების და უეფა-ს სუპერ თასის ლოგოს გამოსახულებით, ასევე სამგანზომილებიანი ფორმატის ასოებით დაწერილი გუნდების სახელები და დევიზი "ფეხბურთი მშვიდობისთვის გვაერთიანებს". ღონისძიებაზე დათო ფორჩხიძის სტუდიის ბავშვებმა ჯონ ლენონის სიმღერა Imagine შეასრულეს. უეფა-ს სუპერთასის მატჩში, "დინამო არენაზე" ერთმანეთს "ბარსელონა" და "სევილია" უპირისპირდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)