|
2020-04-06 15:01:33, 1231 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე - ქვეყნის ნომერ პირველ პრობლემად სწრაფი დიაგნოსტიკა რჩება
ჩვენი მთავარი პრობლემა, დღემდე დიანოსტიკა და სწრაფი ტესტები რჩება - ამის შესახებ, პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე ისაუბრა. მან ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო ციფრების და მაჩვენებლების თანახმად ტესტირების რაოდენობით, თითქმის ბოლო ადგილზეა საქართველო. „დღეს ნომერ პირველი პრობლემა, ქვეყანაში ისევ და ისევ არის დიაგნოსტიკა, სწრაფი დიაგნოსტიკა, სწრაფი ტესტირება. ერთ კვირაზე მეტია ხმა არ ამოგვიღია ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ უკვე საერთაშორისო ციფრები და მაჩვენებლებიც ცხადყოფს, რომ ჩვენ ფაქტობრივად ლამის ბოლო ადგილზე ვართ მსოფლიო მასშტაბით დიაგნოსტიკის და ტესტირების რაოდენობით. გვისწრებს სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქეთი და ა.შ. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სწრაფი დიაგნოსტიკა. ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გვქონდეს ნაკლები გავრცელება, გაცილებით სწრაფად დიაგნოსტირებული გვქონდეს ინფიცირებული პაციენტები, გვქონდეს ნაკლები სიკვდილიანობა, გვქონდეს ნაკლები კარანტინი, გვქონდეს ნაკლები შიმშილი ქვეყანაში და აი ამისთვის არის მნიშვნელობანი სწრაფი დიაგნოსტიკა. მე კიდევ ერთხელ მინდა მთავრობას ვთხოვო, რომ აქ მოდი მეთოდოლოგიებზე ნუ ვიმსჯელებთ და ნუ დავიწყებთ ამაზე საუბარს. დიაგნოსტიკის გარეშე შეუძლებელია არეალის შეზღუდვა იმიტომ, რომ დღეს შესაძლებელია საქართველოში, ქუჩაში დადიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ კორონავირუსი და რომლისგანაც შეიძლება დაინფიცირდეს თითოეული ჩვენგანი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)