|
2020-04-04 10:45:05, 2309 ნახვა
სამართალი
მარტის თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 232 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 01 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 232 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, მათ შორის 8 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. „ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 118 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 34 ფაქტი, აჭარაში - 20, ქვემო ქართლში - 17, სამცხე-ჯავახეთში - 13, შიდა ქართლში - 12, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 6, მცხეთა-მთიანეთსა და გურიაში - 3-3, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი დედაქალაქშიც გამოავლინეს - თბილისში, მარტის თვეში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი დაფიქსირდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 244 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 29 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 13 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)