02:05 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-03 15:39:19, 2362 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია - მორწმუნეები მზად უნდა იყვნენ, რომ პატრიარქის სააღდგომო მსახურების ნახვა ტელევიზიით მოუწევთ

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონი აცხადებს, რომ „მორწმუნეები უნდა იყვნენ მზად, რომ ბევრ მათგანს პატრიარქის სააღდგომო მსახურების ნახვა ტელევიზიით მოუწევთ“.

მისივე ინფორმაციით, თავად პატრიარქი კირილი უახლოეს პერიოდში მიმართავს მრევლს და განუმარტავს, თუ როგორი იქნება ორგანიზებული ღვთისმსახურება აღნიშნულ პირობებში.

მანვე განაცხადა, რომ მორწმუნეების სააღდგომო მსახურებაზე დასწრების საკითხი ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

მიტროპოლიტის თქმით, ზიარების რიტუალი ბოლო პერიოდში რუსეთის ეკლესიებში, კორონავირუსის გავრცელების გამო, არ ჩატარდება და თვითიზოლაციის დროს აღსარების ჩაბარება მამაოსთვის, შესაძლებელი იქნება სატელეფონო ზარით ან „სკაიპის“ მეშვეობით.

მიტროპოლიტმა მოუწოდა მრევლს, არ აყვნენ პანიკას და კარანტინში ყოფნის პერიოდი ლოცვისთვის გამოიყენონ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics