|
2020-04-02 15:23:59, 968 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - მოვუწოდებ კომპანიების ხელმძღვანელებს, მაქსიმალურად უზრუნველყონ საკუთარი თანამშრომლების დაცვა პირადი ჰიგიენის საშუალებით და თერმოსკრინინგით
„მოვუწოდებ კომპანიების ხელმძღვანელებს, მაქსიმალურად უზრუნველყონ საკუთარი თანამშრომლების დაცვა პირადი ჰიგიენის საშუალებით და თერმოსკრინინგით“, - ამის შესახე ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრმა ნათი ათურნავამ განაცხადა. მისი თქმით, „ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე ნახოს იმ სექტორების და დარგების ჩამონათვალი, რომლებიც საქმიანობას განაგრძობენ, მაგრამ გარკვეული დათქმებით და პირობებით. „ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე ნახოს იმ სექტორების და დარგების ჩამონათვალი, რომლებიც საქმიანობას განაგრძობენ, მაგრამ გარკვეული დათქმებით და პირობებით. მათ შორის, ძალიან ბევრია ისეთი სფერო, რომლებმაც მუშაობა დისტანციურ ფორმატში უნდა გადაიტანონ. ეს არის უპირატესად სახლიდან საქმიანობის წარმოება, ხოლო ოფისიდან მუშაობა - მხოლოდ კრიტიკული აუცილებლობის შემთხვევაში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. ამასთან, მინისტრმა განმარტა, თუ რა პრინციპით შეარჩია მთავრობამ საწარმოები და ეკონომიკური საქმიანობის სახეები, რომელთა საგანგებო მდგომარეობის პირობებში მუშაობის გაგრძელების უფლება მიეცათ. „ჩვენ შევიმუშავეთ და გამოვაქვეყნეთ მსხვილი სისტემის შემქმნელი წარმოებების ჩამონათვალი. ძირითადად, ეს არის მძიმე მრეწველობა და სამთო - მომპოვებელი წარმოება და გადამუშავება, რომელთა გაჩერება შეუძლებელი იყო ამ ეტაპზე. ამის მიუხედავად, მათაც ძალიან მკაცრად მოვთხოვთ ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების და წესების შესრულებას. ეს ისეთი საწარმოებია, რომელთა დიდი ნაწილის მუშაობა უწყვეტ ციკლთან არის დაკავშირებული. ჩვენ ამას გაგებით ვეკიდებით , მაგრამ ასევე ვთხოვთ ამ საწარმოების მენეჯერებს, რომ სრულიად ადეკვატურად მოეკიდონ ამ შესაძლებლობას", - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ყველა იმ ბიზნესისა და წარმოების ხელმძღვანელების პასუხისმგებლობაზე, რომლებიც შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას. „მათ ამ პასუხისმგებლობას უნდა უპასუხონ მაღალი გარანტიებით თავისი თანამშრომლებისა და კლიენტების მიმართ, რომ არ მოხდება გადახვევა იმ წესებიდან, რომელიც დაამტკიცა და დაადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ", - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის თქმით, მთავრობას შექმნილი აქვს საგანგებო შტაბი. „მოქმედი ბიზნესების, ეკონომიკური სუბიექტებისა და ორგანიზაციების მხრიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული გაიდლაინებისა და წესების შესრულებაზე კონტროლს ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ. ეს პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ლიდერობით მიმდინარეობს, თუმცა მასში ჩართული ვართ ჩვენც და სხვა სამთავრობო უწყებებიც. შემოწმების პროცესი გეგმაზომიერად ჩატარდება. მინდა, ყველა ორგანიზაცია მოემზადოს ამისთვის და მაქსიმალურად უზრუნველყონ საკუთარი თანამშრომლების დაცვა პირადი ჰიგიენის საშუალებით, ასევე შეასრულონ სხვა რეკომენდაციები, მათ შორის სავალდებულო თერმოსკრინინგი. ამ ვალდებულების შესრულებას ყველა ბიზნესსუბიექტს მკაცრად მოვთხოვთ", – განაცხადა მინისტრმა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)