02:46 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-02 14:46:00, 3908 ნახვა

სამხედრო
მე-13 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ახალციხეში ორ ლოკაციას აკონტროლებენ

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ახალციხეში, ორ ლოკაციაზე მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე, ქვეყანაში დაწესებული საგანგებო მდგომარეობის პირობების დაცვის მონიტორინგს აქტიურად ახორციელებენ.

ქალაქის შემოსასვლელსა და გასასვლელს აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად აკონტროლებენ.

პირველ გამშვებ პუნქტზე ბორჯომი-ხაშურის ავტომაგისტრალიდან, მეორეზე კი, ნინოწმინდისა და კარწახის საკონტროლო გამშვები პუნქტებიდან მომავალი ავტოტრანსპორტის ნაკადის შემოწმება ხდება. ორივე საკონტროლო გამშვებ პუნქტზე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების მიხედვით ახორციელებენ მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლს. ადგილზე მოქმედებს სპეციალური სამედიცინო პუნქტები, სადაც თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველად შემოწმებასა და თერმოსკრინინგს აწარმოებს. საჭიროების შემთხვევაში აქვე ხდება პირველადი დახმარების აღმოჩენა. სამხედროები მოქალაქეებს ახალი კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით რეკომენდაციებსაც აძლევენ. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით ხდება ტერიტორიაზე შემავალი და გამომავალი ავტოტრანსპორტის დამუშავება.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, თერთმეტ ქალაქს აკონტროლებენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics