01:48 - 29 May, 2026
|
2020-04-01 17:38:12, 2335 ნახვა
სამართალი
ქუთაისში გოგი წულაია დააკავეს
ქუთაისში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე, გოგი წულაია დააკავეს. შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა. TV პირველის ინფორმაციით, წულაია ქალაქის ცენტრში ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვაზე ბრიფინგს მართავდა, რა დროსაც პოლიციამ უთხრა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს არ ჰქონდა აქციის გამართვის უფლება. მას ქალაქში პატრულმა პირადობის მოწმობა მოსთხოვა. მცირედი შელაპარაკების დროს, უცენზური სიტყვების გამო, წულაია განყოფილებაში გადაიყვანეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გოგი წულაია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)