|
2020-04-01 16:55:06, 2435 ნახვა
სამართალი
ვახტანგ გომელაური:კრიმინალი მომატებული არ არის, ეს არის ცრუ ინფორმაციები
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საგუშაგოებს მონახულების შემდეგ, ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ქვეყანაში კრიმინალმა იკლო, რადგან ადრე თუ 10 პოლიციელი იყო ერთ ობიექტზე, დღეს 30 პოლიციელია იმ ადგილზე. „კრიმინალი მომატებული არ არის. ეს არის ცრუ ინფორმაციები. ერთეული შემთხვევები იყო და მთლიანი სტატისტიკით, ბევრად დაკლებულია რიცხვები. იქედან გამომდინარე, რომ 3-ჯერ მეტი პოლიციელია გამოსულ დღეს, ადრე თუ იყო 10 პოლიციელი ერთ ობიექტზე, დღეს - 30 პოლიციელია იმ ადგილზე. აქედან გამომდინარე, დაკლებულია კრიმინალი. ასე რომ, განსაკუთრებული არაფერი არ ხდება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მარნეულშიც, გორშიც და თბილისშიც, თუმცა, ადრე თუ ხდებოდა 10, დღეს ხდება 4-3. პოლიციური რესურსი საკმარისია, თუმცა რეზერვები გვაქვს ჩვენც, თავდაცვასაც. მთლიანად მმართველი გუნდი მუშაობს პარლამენტთან ერთად“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)