|
2020-04-01 13:46:49, 17980 ნახვა
ომი უკრაინაში
პაატა იმნაძე - სადაც შესაძლებელია, პერსონალი უნდა გაიყოს ორად, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც სულ უნდა იყვნენ სამსახურში
„იქ სადაც შესაძლებელია, პერსონალი უნდა გაიყოს ორად, რომელიც იმორიგევებს ორკვირიანი ინტერვალებით“, - ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროდ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ეს შეუძლებელია, რადგან მისივე თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც მუდმივად უნდა იყვნენ სამსახურში. „დარეზერვება დიდი ხანია უკვე როდესაც, ჩვენი რჩევა იყო ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, იქ სადაც შესაძლებელია პერსონალი უნდა გაიყოს ორად, რომელიც იმორიგევებს ორკვირიანი ინტერვალებით, ეს იმის საშუელაბს მოგვცემს ნებისმიერ დაწესებულებაში, რომელმაც უწყვეტი ციკლით უნდა იმუშავოს, მათ შორის საავადმყოფოებსაც. ჩვენთან ლაბორატორიაში სამწუხაროდ შეუძლებელია ეს. რადგან ძალიან გადატვირთულია სამუშაოთი, მაგრამ ლუგარის საავადმყოფოში ამის შესაძლებლობა არის და იქ, ორი კვირა მუშაობს ერთი ბრიგადა, მეორე სახლიდან მუშაობს ამ პერიოდში, შემდეგ ეს ბრიგადა იცვლება და შემდეგი ორი კვირა მუშაობენ. არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის უნდა იყვნენ სამსახურში, ეს არის მიღებული პრაქტიკა, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს”, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)