|
2020-03-30 15:21:09, 2293 ნახვა
რეგიონი
საოკუპაციო ხაზთან გაშენებული ბაღები შიდა ქართლის რწმუნებულმა დაათვალიერა
შიდა ქართლის რწმუნებული საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ წითელუბანში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიგი ხოჯევანიშვილმა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა აჭარიდან ეკომიგრანტ ფერმერის მერაბ შავაძის ახლადგაშენებული ბაღი მოინახულეს. ასევე, მიმდებარე მეურნეობებში საგაზაფხულო სამუშაოები დაათვალიერეს და ფერმერებს გაესაუბრნენ. მერაბ შავაძემ პროგრამა ,,დანერგე მომავალის" ფარგლებში 10 ჰექტარზე სხვადასხვა მრავაწლოვანი ბაღი გააშენა. ბაღში 87,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 57,500 ლარს შეადგენს. შიდა ქართლის რეგიონში ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში არაერთი პროექტი განხორციელდა, გაშენდა 2250 ჰა-ზე მეტი მრავალწლოვანი ხეხილი ბაღი, სახელმწიფო თანდაფინანსებამ 14,572,000 ლარი შეადგინა. შეიქმნა 28 ახალი და გაფართოვდა 111 საწარმო, ახალ საწარმოებში განხორციელებულმა სრულმა ინვესტიციამ შეადგინა 37 მილიონ ლარზე მეტი. ახლად შექმნილ საწარმოებში შეიქმნა 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პარალელურად, შიდა ქართლის რეგიონში საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დაცვით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ფერმერები ინტენსიურად ახორციელებენ მიწებისა და მეურნეობების დამუშავებას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების რეგიონული სამსახურების წარმომადგენლების მიერ ხდება როგორც დარგობრივ საკითხებზე, ასევე ახალი კორონავირუსის გავრცელების წინაღმდეგ ბრძოლის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონსულტაციების გაცემა. დარგის სპეციფიკიდან და აგროვადებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სამუშაოების თანმიმდევრულად განხორციელება, რათა მოსავლის მიღება რისკის ქვეშ არ დადგეს.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)