|
2020-03-28 23:09:58, 3386 ნახვა
სამართალი
ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 19 პირი 3000 ლარის ოდენობით დააჯარიმეს
ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 19 პირი 3000 ლარის ოდენობით დააჯარიმეს სამართალდამცავებმა საგანგებო მდგომარეობის განსაზღვრული წესების აღსრულება ბოლნისის მუნიციპალიტეტში აქტიურად დაიწყეს. საქართველოს პრეზიდენტის მიერ, 2020 წლის 21 მარტს გამოცემული დეკრეტის შესაბამისად, 3000 ლარის ოდენობით სამართალდამცავებმა სოფელ ნახიდურსა და ქვემო ბოლნისში მცხოვრები პირები დააჯარიმეს. მათ საგანგებო მდგომრეობით განსაზღვრული წესი დაარღვიეს, რომლის მიხედვითაც 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა იზღუდება. აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობის წესების დაღვევისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში ფიზიკური პირების დაჯარიმების ეს პირველი შემთხვევაა. მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ დაიცვათ საკარანტინე წესები და რეკომენდაციები. შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 15 000 ლარის ოდენობით. განმეორებით ჩადენა კი, გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ხოლო იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)