|
2015-08-09 13:57:20, 495 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: რუსეთს ცალკე აღებული საქართველო ვერ დაამარცხებს
„რუსეთს ცალკე აღებული ვერც საქართველო და ვერც უკრაინა ვერ დაამარცხებს“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა „მოამბესთან“ საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის მხრიდან საფრთხე გააცნობიერა და მათი ძალისხმევა მიმართულია რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ. „როგორც წესი, თავისუფლება ტირანიაზე ყოველთვის იმარჯვებს. საქართველო უნდა შედგეს როგორც დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა და ის აუცილებლად გაიმარჯვებს ტირანიაზე, ჩვენს პარტნიორებთან ერთად. რუსეთს ვერ დაამარცხებს საქართველო, ვერც უკრაინა, ცალკე აღებული. როდესაც ამერიკის კონგრესში ამტკიცებენ, რომ რუსეთი არის იმავე ხარისხის საფრთხე, რაც ტერორიზმი, ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს მსოფლიომ გაიღვიძა. ნათლად გააცნოებიერა საფრთხე, რომელიც რუსეთის მხრიდან ცივილიზებულ სამყაროს ემუქრება. პუტინმა მსოფლისო შესთავაზა თავისი თამაშის წესები. პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ ის მოდის შუა საუკუნეების მეთოდებით და მის მეთოდებს უნდა დაემორჩილოს ცივილიზებული სამყარო. მას უნდა ახალი რკინის ფარდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას არ დაუშვებს ევროკავშირი, ნატო–ს წევრი ქვეყნები და საქარათველო და უკრაინა ბუნებრივია, ამ ბრძლაში, პირველ ხაზზე ვდგავართ. გამოსავალია, საერთაშორისო ძალისხმევა, რომელიც დღეს აქტიურად და ქმედითად მიემართება რუსეთის იმპერიული ზრახვების ჯერ შესაბოჭად და შემდეგ იმპერიალიზმის გასანეიტრალებლად. ეს ძალისხმვეა სახეზეა, ცალსახაა. ჩვენი, საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, რომ სწორედ იმ პოლიტიკის პირობებში, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკის პირობებში, არ დავუშვათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი საომარი მოქმედებები, ახალი მსხვერპლი და ისტორიაში დგება ხოლმე ის მომენტი, როდესაც ეს გადაწყვეტილებები უცბად მიიღება“, – აღნიშნა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)