|
2020-03-28 15:21:04, 2766 ნახვა
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო ზონის გაძლიერებულ კონტროლს განაგრძობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკარანტინო ზონაში დაწესებულ შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით, თავდაცვის ძალებთან ერთად, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ. ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის ვითარება მშვიდია და კონტროლს სრულად ექვემდებარება. პოლიცია განაგრძობს ძირითად გზებზე განთავსებული საკონტროლო-გამშვები საგუშაგოების მეშვეობით მოქალაქეთა გადაადგილების მკაცრ კონტროლს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილური ჯგუფები მეორეხარისხოვან გზებსაც აკონტროლებენ. სამართალდამცველები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებში ინტენსიურად პატრულირებენ. გარდა ცოცხალი ძალისა, საკარანტინო პერიმეტრის მუდმივი მონიტორინგის პროცესში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონები. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას რეგულარულად, დეტალურად უხსნიან საკარანტინო ზონაში მოქმედ წესებს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად ეხმარებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)