|
2015-08-09 10:38:54, 647 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ხაბაძემ ირლანდიის დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ბათუმში ვიზიტით მყოფ ირლანდიის დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. სტუმრებმა ამ ფორმით გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. სკვერში მთავრობის თავმჯდომარესთან და დელეგაციის წევრებთან ერთად რეგიონის ხელისუფლების სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ. სასულიერო პირებმა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს. პატივის მისაგებად მემორიალთან დღეს ქართველი ჯარისკაცებიც მივიდნენ. 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 16 სამხედრო მოსამსახურე დაეცა. მათ შორის ორი ბათუმელი ჯარისკაცი. 8 აგვისტოს ომის გმირების ოჯახებს დახმარების სახით 3000-3000 ლარი გადეცემათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)