23:12 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
გაბაშვილი: ეს არ არის ამომრჩევლის კაპრიზი, ეს არის ამომრჩევლის განაჩენი

"ეს არ არის ამომრჩევლის კაპრიზი, ეს არის ამომრჩევლის განაჩენი," -  ასე აფასებს NDI-ის კვლევებს და მის შედეგებს ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი გაბაშვილი "კურიერის" პირდაპირ ეთერში.

გაბაშვილი: ხელისუფლება დაბნეულია და ვერ გაუგიათ, რა არის მათთვის უკეთესი

"ხელისუფლება დაბნეულია და ვერ გაუგიათ, რა არის მათთვის უკეთესი" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილმა "კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი საარჩევნო თარიღზე: 8 ოქტომბრის შეცვლა არ განიხილება

"8 ოქტომბრის შეცვლა არ განიხილება" - საარჩევნო თარიღის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა "კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

გლობალური უსაფრთხოების ფორუმის მეორე დღეს ხიდაშელმა პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრები გამართა

სლოვაკეთის დედაქალაქში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის მეორე დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს.

თინა ხიდაშელი მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოსა და მოდლოვაში არსებული ვითარება და ორივე ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფება ის მთავარი საკითხები იყო, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და მოლდოვას ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი გალბურმა ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს.

საქართველომ და ბოსნია და ჰერცეგოვინამ სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს

ქვეყნებს შორის სამომავლო ურთიერთობების შესახებ დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და ბოსნია და ჰერცოგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ცრნადაკმა ორმხრივ შეხვედრაზე ისაუბრეს.

ლატვია სრულად უჭერს მხარს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესს

„საქართველოს უვიზო მიმოსვლისთვის ყველა კრიტერიუმი შესრულებული აქვს. ახალი პირობების წამოყენება საქართველოსთვის არასწორი იქნება“ - აღნიშნა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან თინათინ ხიდაშელთან საუბრისას. 

თინათინ ხიდაშელი ევროკომისიის გაფართოების დირექტორატის გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ევროკომისიის გაფართოების დირექტორატის გენერალურ დირექტორს ქრისტიან დანიელსონს შეხვდა.

 

პრემიერი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა.

მიროსლავ ლაიჩეკი: სლოვაკეთი უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

სლოვაკეთის დედაქალაქში მიმდინარე მე-10 საიუბილეო გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს.

 

გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრებს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პოლიტსაბჭოს წევრებს ხვდება.

 

თინათინ ხიდაშელი: სლოვაკეთის მხარდაჭერა ჩვენი სახელმწიფოს მიმართ აბსოლუტურად უპირობოა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სლოვაკეთის დედაქალაში მე-10 საიუბილეო გლობალური უსაფრთხოების ფორუმში (GLOBSEC) მონაწილეობს.

 

ალექსანდრ ვერშბოუ: მოკავშირეები მზად არიან, საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაში ყველანაირად დაეხმარონ

სლოვაკეთის დედაქალაქში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის პირველი დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდერ ვერშბოუსთან შეხვედრით დაასრულა.

 

ჯეიმს აპატურაი: გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს, განსაკუთრებით ნატოს მხრიდან

ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

 

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი: საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრობას იმსახურებს

„საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი უნდა გახდეს, რადგან ამას იმსახურებს“, - ამის შესახებ სლოვაკეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა პეტერ გაიდამ ქართველ კოლეგასთან თინათინ ხიდაშელთან შეხვედრის დროს განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, გამორიცხულია, რომ ივანიშვილმა მას გადადგომა შესთავაზოს

ჟურნალისტებთან გამართული შეხვედრის დროს, ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვაზე, ივანიშვილმა რომ პრემიერს გადადგომა შესთავაზოს, რას გააკეთებს ის, პრემიერი პასუხობს, რომ ასეთი რამ გამორიცხულია.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics