საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძე „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის" (FIDH) დელეგაციას და „კოალიციას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის" შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი გერმანიაში ვიზიტს განაგრძობს.
მთელი მერია ერთი ადამიანის კაპრიზებს და ინტერესებს ემსახურება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა თბილის ბოტანიკური ბაღის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
საქართველო-აშშ-ს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის და კონგრესმენების-ედ როისისა და ელიოტ ენგელის შეხვედრის მთავარი თემები.
ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის (Georgia Caucus) წარმომადგენლებს – ტედ პოს და ჯერალდ კონოლის შეხვდა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში, კონრად ადენაუერის ფონდში გამართული რიგით მეხუთე საქართველო-გერმანიის სტრატეგიული ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ( NDI) ორგანიზებით გამართულ შეხვედრას დაესწრო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა.
"ქართული ოცნების" ზოგიერთი ლენინელის თუ სტალინელის განცხადებები ვიზალიბერალიზაციაში ხელს გვიშლის" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More