14:35 - 28 May, 2026
|
2015-08-08 18:17:20, 671 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ბავშვებს „ჯინო ფერედაისში“ უმასპინძლა
აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილები აკვაპარკ „ჯინო ფერედაისში“ იმყოფებოდნენ. პატარებს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და აკვაპარკის გენერალურმა დირექტორმა რამაზ მიქაძემ უმასპინძლეს. თავდაცვის მინისტრი ბავშვებს მათი მამების ღვაწლზე ესაუბრა და მხარდაჭერა აღუთქვა. ბავშვებთან ერთად აკვაპარკში ომში დაღუპული გმირების თანამებრძოლებიც იყვნენ. პატარები სამხედროებთან და ანიმატორებთან ერთად დახურულ და ღია ტალღოვან აუზებში გაერთნენ, მოგვიანებით კი „ტოპოგანსა“ და „ველურ მდინარეზე“ იცურავეს. აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ბავშვებისთვის ღონისძიება თავდაცვის სამინისტროსა და „ჯინო ფერედაისის“ ერთობლივი ინიციატივით გაიმართა.
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)