00:25 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-27 12:36:37, 1886 ნახვა

კომენტარი
გიორგი ვაშაძე მთავრობას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის, შეტევაზე ორიენტირებულ სტრატეგიას სთავაზობს

 „მივმართავ ხელისუფლებას, ჩვენს მოქალაქეებს, საფრთხე რეალურია და ის ყველას თანაბრად გვეხება და მხოლოდ ჩვენი ერთიანობით შევძლებთ მასთან გამკლავებას“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე ხელისუფლებას სთავაზობს კორონავირუსის წინაარმდეგ ბრძოლის გეგმას. მათი გეგმა მოიცავს მოსამზადებელი სამუშოაბის ჩამონათვალს, რომელიც ითვალისწინებს გაიდლაინების შემუშაოვებას სამედიცინო სექტორისთვის, პირველადი ჯანდაცვის მომზადებასა და პროგრამული უზრუნველყოფის საკითხის.

„კორონავირუსთან ბრძოლის რამდენიმე თვიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამ ბრძოლაშიც უცდომელად მუშაობს კლასიკური ომის სტრატეგიები და ტაქტიკები. როგორც მთავრობა აცხადებს, დღემდე ჩვენ ვიმყოფებით შეკავების, დაცვის ანუ შედეგზე რეაგირების ტაქტიკასა და ამას აკეთებს იმ დაშვებით, რომ არ გვაქვს შესაბამისი რაოდენობის ინფრასტრუქტურა და საჭირო რაოდენობის დიაგნოსტიკის საშუალებები.

როგორ ამბობენ, ყველაზე კარგი თავდაცვა შეტევაა, სწორედ ამიტომ, არა შეკავებაზე, არამედ შეტევის სტრატეგიაზეა აწყობილი ჩვენი სამოქმედო გეგმა. ჩვენ დღეს მთავრობას ვირუსზე შეტევის სტრატეგიას ვათავზობთ.

მივმართავ ხელისუფლებას, ჩვენს მოქალაქეებს, საფრთხე რეალურია და ის ყველას თანაბრად გვეხება და მხოლოდ ჩვენი ერთიანობით შევძლებთ მასთან გამკლავებას. უნდა გვესმოდეს, რომ ცალკე არსებული ვერც ერთი სექტორი, მათ შორის ვერ მხოლოდ მთავრობა, მხოლოდ სამედიცინო სექტორი, ვერ გაუმკლავდება ამ გამოწვევას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics