|
2020-03-25 20:01:27, 5649 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანდაცვის მინისტრი - 1000 სწრაფი ტესტი განკუთვნილია მხოლოდ მარნეულის პაციენტებისთვის, ვინაიდან აქ არის მაღალი რისკი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 1000 სწრაფი ტესტი განკუთვნილია მხოლოდ მარნეულის პაციენტებისთვის, ვინაიდან აქ არის მაღალი რისკი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საერთო ჯამში, ხელშეკრულება გაფორმებულია 200 000 ტესტზე, რომელიც ეტაპობრივად იქნება ჩამოტანილი საქართველოში. „1000 ტესტი არის ამ ეტაპზე ჩამოტანილი და ველოდებით კიდევ დამატებით 3000 ტესტს კვირის ბოლოს, შემდეგ 5000- ს. საერთო ჯამში, ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს 200 000 ტესტზე, რომელიც ეტაპობრივად იქნება ჩამოტანილი საქართველოში. თქვენ იცით, რომ მსოფლიოში არის ტესტების დეფიციტი, შესაბამისად, საკმაოდ რთულია მათი მოგროვება და შესყიდვა, მაგრამ მიუხედავად ამისა მოვახერხეთ და დავდეთ ხელშეკრულება 200 000 ტესტზე. 1000 ტესტი განკუთვნილია მხოლოდ მარნეულის პაციენტებისთვის, ვინაიდან აქ არის მაღალი რისკი და ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ტესტები გაკეთდება მარნეულში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)