|
2020-03-21 10:36:05, 3973 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სამი ახალი ინფიცირებულიდან, მოთავსებულია ერთი - პაციენტი ესპანეთში იმყოფებოდა
სამი ახალი ინფიცირებულიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი იმყოფება. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, ეს პაციენტი ესპანეთიდანაა ჩამოსული. "ჩვენი ცენტრის შემთხვევა, ეს არის შემოტანილი შემთხვევა ესპანეთიდან, დანარჩენი ორი შემთხვევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი არ ვიცი", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. ეზუგბაიას თქმით, მათ ცენტრში მოთავსებული ერთი ახალი ინფიცირებული თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, მისი კონტაქტები კი ცნობილია. მისივე თქმით, პაციენტი ახალგაზრდაა, ამ ეტაპზე კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „დღეისთვის საქართველოში 47 შემთხვევა დასტურდება. აქედან ერთი ახალი ჩვენი ცენტრის არის. გუშინ ჩვენთან 21 ტესტი ჩატარდა პაციენტებზე და ერტთან მივირეთ დადებითი, დანარჩენთან უარყოფითი. პარალელურად უკვე ის პაციენტები, რომლებიც შემოსულები არიან და მათთან გავიდა 15-16 დღე, მათთან ტარდება ტესტირება, დინამიურად გაუმჯობესებულია, რომ სუსტი დადებითი მაჩვენებლი აქვს ტესტის შედეგებს. ეს უკვე ნიშნავს, რომ, ალბათ, იმ კრიტერიუმით რამდენ დღეშიც გამეორება უნდა უკვე ნეგატიური პასუხი იქნება, ამას თანდათანობით მოგაწოდებთ იმიტომ, რომ ეს ჩვენთან პარალელურად ტარდება ჩვენი ლაბორატორია მუშაობს და მონიტორინგის ჩატარების საშუალება ძალიან თავისუფლად გვაქვს. ჩვენი ცენტრის შემთხვევა, ეს არის შემოტანილი შემთხვევა ესპანეთიდან, დანარჩენი ორი შემთხვევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი არ ვიცი. დღის მეორე ნახევარში ამასთან დაიკავშირებით ინფორმაციას. ეს ადამიანი იყო თვითიზოლაციაში, მისი კონტაქტები ცნობილია და, როგორც ყოველთვის, ამ კონტაქტების კვლევა და იზოლაცია გრძელდება.ახალგაზრდაა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე. კვლევები დაიწყება მათთან“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)