18:44 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-20 18:50:57, 1569 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: არ გვაქვს პანიკის საფუძველი. უნდა გვეშინოდეს დაბნეულობის და შიშის, რაც არ გვაქვს

აჭარის მთავრობაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება.

„შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება - მოხდება აჭარის მთავრობის აპარატის, სამინისტროების და შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულებების სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების დაკორექტირება, შემცირება და გამოთავისუფლებული რესურსი მოხმარდება კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებს" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ

აჭარის მთავრობის ინიციატივით მომზადდება სასურსათო კალათა, რომელიც გაიცემა სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ერთიან ბაზაში 100 000 ქულამდე რეგისტრირებულ ოჯახებზე, სადაც ფიქსირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა პენსიონერები, სარეცელს მიჯაჭვული და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე პირები.

ამ კატეგორიაში დღეს აჭარაში ფიქსირდება 6000-ზე მეტი მოქალაქე.

სასურსათო პროდუქციის მიწოდება რამდენიმე დღეში დაიწყება და განხორციელდება სპეციალურად დატრეინინგებული პირების მიერ. ტრეინინგი ჩატარდება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ. მიწოდების პროცესში ჩართული იქნება რეგიონის ახალგზრდული ცენტრი, მოხალისე ახალგაზრდები, ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთა, წითელი ჯვარი.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics