|
2020-03-19 13:39:10, 6263 ნახვა
ომი უკრაინაში
გამყრელიძე - თვითიზოლაციაში მყოფი 1446 ადამიანიდან 197-ს ორ კვირიანი ვადა გაუვიდა, ისინი ჯანმრთელები არიან
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თვითიზოლაციაში მყოფი 1446 ადამიანიდან 197-ს ორ კვირიანი ვადა გაუვიდა, ისინი ჯანმრთელები არიან. როგორც მან აღნიშნა, დღემდე საქართველოში ჩაღრმავებული ეპიდკვლევა 238 ადამიანს ჩაუტარდა. „39 ინფიცირებულიდან პნევმონია აქვს 12-ს და საყურადღებოა 3 ადამიანი, მათ შორის, 2 ხანდაზმული და მათზე მინდინარეობს ინტენსიური კვლევები. აუცილებელია მათი კონტაქტების ჩაღრმავებული ეპიდკვლევა, რომელიც დღემდე 238 ადამიანს ჩაუტარდა და მათზე განხორციელებულია 10 ათასი სატელეფონო მათთან დღეში. კარანტინში იმყოფება 1344 ადამიანი. თვითიზოლაციაში 1446 და დღეიდან კი 197 უკვე გავიდა თვითიზოლაციიდან, რომლებსაც გაუვიდათ ორ კვირიანი ვადა და ისინი ჯანმრთელები არიან. ამ 40 ადამიანიდან ორს აქვს ისტორია ირანში მოგზაურობის, ერთს ეპანეთში, სამი გარკვეულად დაკავშირებულია საფრანგეთთან, ხოლო ყველა დანარჩენი უკავშირდება იტალიას. მოგეხსენებათ, საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს მონიტორინგს ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყნებში, ძირითადად კი ევროპაში, სადაც ეპიდსიტუაცია უფრო საგანგაშოა. მიმდინარეობს დაკვირვება და 20-მდე საქართველოს მოქალაქე მოთავსებულია საავადმყოფოში. ეს ციფრები ყოველდღიურად იცვლება და ამის ზუსტი ინფორმაცია აქვს ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)