|
2015-08-05 13:04:09, 1025 ნახვა
ეკონომიკა
გადარიცხე პირდაპირ მობილურის ნომრით და მოიგე საჩუქრები!
თიბისი ბანკი გადარიცხვის უმარტივეს სერვისს - მობილურის ნომრით პირდაპირ გადარიცხვას გთავაზობთ. აღარ არის საჭირო დროის ხარჯვა მეგობრის ანგარიშის ნომრის გასაგებად, საკმარისია, იცოდეთ მისი მობილურის ნომერი, გქონდეთ თიბისი ბანკის ინტერნეტ ან მობაილ ბანკი და გადარიცხვას შეძლებთ უმარტივესად. გარდა ამისა, 31 აგვისტოს ჩათვლით, მობილურის ნომრით ყოველი გადარიცხვისას თქვენ აგროვებთ ქულებს და გაქვთ შანსი, მოიგოთ ფულადი პრიზები და apple-ის პროდუქცია. კერძოდ, MacBook Air, iPhone 6, iPad და 100-მდე ფულადი საჩუქარი. მობილურის ნომრით გადარიცხვა ძალიან მარტივია: შედიხართ ინტერნეტ ან მობაილ ბანკში, ირჩევთ მობილურით გადარიცხვას და უთითებთ მიმღების სახელს, გვარს და მობილურის ნომერს. ამის შემდეგ, თქვენს მიერ მითითებულ ნომერზე იგზავნება ბმული და გადარიცხვის კოდი, რომლის საშუალებითაც მიმღები თავად ირჩევს ლარის ანგარიშს, რომელზეც სურს, რომ თანხა ჩაერიცხოს და ადასტურებს თანხის მიღებას. თანხის დადასტურება ჩარიცხვისათვის აუცილებელია. თუ მიმღები 14 დღის განმავლობაში არ ადასტურებს თანხის მიღებას, მაშინ თანხა ავტომატურად უბრუნდება გადამრიცხავს. აქციაში მონაწილეობისათვის თანხა მობილურის ნომრით უნდა გადარიცხოთ 31 აგვისტოს ჩათვლით. ყოველ ახალ მომხმარებელთან მობილურის ნომრით გადარიცხვისას თქვენ შეძლებთ, შეაგროვოთ 10 ქულა, იმ შემთხვევაში, თუ თანხის მიმღები შეასრულებს პირდაპირ გადარიცხვას მესამე პირთან, თქვენ დამატებით 10 ქულას იღებთ; დაგროვებული ქულების მიხედვით გამოვლინდება პირველი 100 გამარჯვებული. გადარიცხვა განხორციელებულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მიმღები ადასტურებს თანხის მიღებას.
(R)
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)