|
2020-03-10 13:44:41, 15820 ნახვა
High - Tech
ევროვიზია, WWDC, Apple-ს პრეზენტაცია: რა ჩაგვიშალა კორონავირუსმა
ახალი კორონავირუსი ევროპაში მძვინვარებს. ზოგ ქვეყანაში ინფიცირების რისკის ყველაზე მაღალ მანიშნებელზეა ასული-იკეტება მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, კინოთეატრები, სუპერმარკეტებში საკვების დეფიციტია, უკვე გაუქმდა რამდენიმე საფეხბურთო მატჩი, სკოლები, უნივერსიტეტები. კვლევითი ინსტიტუტები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ეპიდემიის გამო ისეთი მასშტანბის ღონისძიებები, როგორებიცაა ყოველწლიური მუსიკალური კონკურსი "ევროვიზია" და კომპანია "ეფლის" კვარტალური ახალი პროდუქტების პრეზენტაცია შესაძლოა გააუქმონ. ამის ვარაუდის საფუძველს ის გარემოება აძლიერებს, რომ კორონავირუსმა ამ მასშტაბის ღონისძიება უკვე ჩაშალა - საუბარია WWDC Barcelona 2020-ის გაუქმებაზე, რომელზეც ყოველწლიურად ახალი ტექნოლოგიების და გაჯეტების პრეზენტაცია ბარსელონაში იმართებოდა, ამ წელს მაღალი რისკის გამო გაუქმდა. "ეფლის" შემთხვევაში პრეზენტაციის გაუქმება პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რადგან სანტა-კლარას რეგიონის ხელისუფლებამ კომპანიებს ოფიციალური თხოვნით მიმართა, რომელშიც აღნიშნულია , რომ კომპანიამ უნდა გააუქმოს დაგეგმილი ღონისძიებები. შტატის ხელისუფლება "ეფლისგან" დაბეჯითებით მოითხოვს არ გაათავისუფლონ თანამშროლები იმ შემთხვევაში, თუ მათ სამსახურში სიარული არ სურთ და მათი საქმიანობა დისტანციურად შეიძლება შესრულდეს.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)