18:52 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-04 16:40:11, 3688 ნახვა

რეგიონი
კასპში პროფესიული სასწავლებელი შენდება

კასპში გრძელდება 200 სტუდენტზე გათვლილი სამსართულიანი, სრულად ადაპტირებული პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა.

თანამედროვე სტანდარტების, პროფესიული სასწავლების საგანმანათლებლო პროგრამები რეგიონში მოთხოვნად პროფესიებს ეფუძნება. მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება და რეგიონში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას  შეუწყობს ხელს.

რეგიონისთვის პრიორიტეტული სოფლის მეურნეობის მიმართულებისა და მასთან დაკავშირებული დარგების - ვეტერინარიის, მექანიზაციისა და მებაღეობა-მეხილეობის სპეციალისტებს  მოამზადებს.

ასევე მომზადდებიან ელექტრო შედუღების, ხარატის, მაღალი ძაბვის ელექტროობის, ელექტროსამონტაჟო სამუშაოების, ამწის ოპერატორ-მემანქანის სპეციალისტები.  სასწავლებელი ხელს შეუწყობს კვალიფიციური, სერთიფიცირებული სპეციალისტების მომზადებას, შესაბამისად  დასაქმებასაც.

ორიენტირებული იქნება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე. მისი ღირებულება 3 893 624 ლარია, რომელსაც საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აფინანსებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics