|
2015-08-03 13:24:52, 1427 ნახვა
სხვადასხვა
ისრაელში გარდაიცვალა 16 წლის გოგონა რომელსაც გეი პრაიდზე რელიგიური ფანატი თავს დაესხა
ისრაელში გარდაიცვალა დაჭრილი 16 წლის შირა ბანკირა, რომელსაც გასულ კვირას რელიგიური ფანატიკოსი დაესხა თავს. შირა მეგობრებთან ერთად ლგბტ მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა რა დროსაც, იგი სასიკვდილოთ ულტრაორთოდოქსული მწამსის ადამიანმა, დანით ზურგის არეში დაჭრა. თელავივის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა და მკვლელი რელიგიური ფანატიკოსის, უმკაცრესი დასჯა მოითხოვა. ტრაგედიას საგანგებოდ გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ, რომელმაც გარდაცვლილი გოგონას ახლობლებს და ოჯახს მიუსამძიმრა. "შირა იყო მებრძოლი გოგონა, იგი მოკვდა დამნაშავის ხელით რადგან ღიად ამბობდა, რომ ყველას აქვს თანასწორობის, უსაფრთხოების და თავისუფლების უფლება - ტერორისტი დაესხა შიარას და მის მეგობრებს, რადგან ეცადა დაენგრია საზოგადოების მთავარი ღირსება, თავისუფლება - დასძინა ნეთანიაჰუმ. რელიგიური ფანატიკოსი იშაი შვისი რამდენიმე ხნის წინ, ციხიდან გათავისუფლდა სადაც მსგავსი დანაშაულისთვის მან 10 წელი მოიხადა.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)