|
2015-07-31 19:48:36, 1015 ნახვა
სამხედრო
ესტონეთის თავდაცვის ატაშეს მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“ გადაეცა
ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ ტეტ კივისონმა საქართველოში მოღვაწეობა დაასრულა. ვიცე-პოლკოვნიკი ტეტ კივისონი გამგზავრებამდე საქართველოსა და ესტონეთს შორის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მედლით „გენერალი მაზნიაშვილი“ დაჯილდოვდა. თავდაცვის ატაშეს მედალი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ გადასცა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოში გამართულ საზეიმო მიღებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. ვიცე-პოლკოვნიკი ტეტ კივისონი საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე სამი წლის განმავლობაში მუშაობდა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)