|
2020-02-20 17:12:55, 3200 ნახვა
რეგიონი
დავით შერაზადიშვილმა საზოგადოებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა საკრებულოს დეპუტატებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატ გოგი მეშველიანს, არასამთავრობო სექტორს, მედიასა და მოსახლეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. დავით შერაზადიშვილმა ანგარიშში ყურადღება ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასულ წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა. 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის დასასრულს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას 2020 წელს დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ანგარიშს კომპანია RMG-ის კორპორაციული დირექტორის მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი და სოციალური პროექტების მართვის სამსახურის უფროსი დავით მენაბდიშვილი ესწრებოდნენ. „დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას 2019 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია გავაცანი. გასული წელი ყველა მიმართულებით განსაკუთრებით წარმატებული და ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის. 2019 წელმა თავი დაგვამახსოვრა არაერთი მასშტაბური პროექტით, რომლებმაც ჩვენი მოქალაქეების საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ შარშან ბოლნისის მუნიციპალიტეტმა შეძლო საკუთარი პოტენციალისა და გამოცდილების საერთაშორისო დონეზე გატანა და გაზიარება, რაც ბოლნისის განვითარებისათვის უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენს მუნიციპალიტეტში 2019 წელს 10 575 440 ლარის ღირებულების 124 პროექტი განხორციელდა, რომელიც 100 %-ით არის შესრულებული. გასულ წელს სოციალურ და ჯანდაცვის პროექტებს 4,428,702 ლარი მოხმარდა. დახმარება 9381 მოქალაქეს გაეწია. განათლების კუთხით კი 2019 წელს 1,400,311 ლარი დაიხარჯა”, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)