02:18 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-20 14:54:49, 1431 ნახვა

კომენტარი
გახარია მერაბიშვილის განცხადებაზე - დამხობის მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდათ და არაფერი გამოუვიდათ

„დამხობის მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არც არაფერი გამოუვიდათ და არც გამოუვათ“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომ ხელისუფლებას დაამხობს.

მანვე განაცხადა, რომ  „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინდეილ დღეა, ჩვენ კი ხვალინდელზე უნდა ვიფიქროთ.

„საერთოდ არ მინდოდა დღეს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინდელი დღეა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე, უნდა ვაკეთოთ და ვშრომობთ, რათა ეს ქვეყანა იყოს გამოწვევების და დამხობების ქვეყანა კი არა, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების ქვეყანა. საერთოდ ეს გუშინდელი ძალადობრივი დღეა, დღეს თავისუფლების პირველ წუთებზე ადამიანმა თქვა, რომ დავამხობო სიტყვა-სიტყვით, დავასრულებ კი არ უთქვამს ან შევცვლი კი არ უთქვამს, თქვა რომ დავამხობო. მოდით, ასე შევთანმხდეთ, რომ ჩვენ ვიყურებით წინ მომავლისკენ. ეს დამხობის მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არც არაფერი გამოუვიდათ და არც გამოუვათ. ჩვენი მიზანია ხვალინდელი დღე, მომავალი ძლიერი საქართველო, რომელიც არის შესაძლებლობების ქვეყანა და არა გადატრიალებების, დამხობების და იმ უბედურებების ქვეყანა, რომელიც წარსულში დავტოვეთ“ , - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics