|
2015-07-31 16:13:24, 363 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე: ვეტო არაა მხოლოდ სიმბოლური აქტი, მას კანონის სახით დამტკიცებული დოკუმენტის კორექტირებაც შეუძლია
პრეზიდენტის ვეტო არაა მხოლოდ სიმბოლური აქტი, მას შეუძლია მოახდინოს კორექტირება თუნდაც უკვე კანონის სახით დამტკიცებული დოკუმენტის, - ამის შესახებ ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ „ექსპრესნიუსთან“ პრეზიდენტის მიერ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს დადების საკითხის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ცვლილებები პოლიტიკურად მოტივირებულია, პრეზიდენტის გადაწყვეტილება აბსოლიტურად სწორია. „მიდგომა, რომ რა აზრი ჰქონდა ვეტოს, თუ პარლამენტი მას მაინც დაძლევს, დემაგოგიურია. პრეზიდენტის ვეტოს თავისთავად ძალიან მაღალი საზოგადოებრივი რეზონანსი აქვს არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ, რომელიც აჩვენებს იმ მანკიერ მხარეებს, რომელიც შეიძლება აღმასრულებელ ან საკანონმდებლო ხელისუფლებაში იყოს. კანონპროექტი იდეის გაჩენიდან ორი თვის შემდეგ იქნა მიღებული და თავისთავად ეს სიჩქარეც დამაეჭვებელია, რომ ყველაფერი პოლიტიკურად მოტივირებულია, რომ არსებობს კომერციული ბანკების და მისი კლიენტების გაკონტროლების სურვილი. ვინც აკონტროლებს ბანკებს საკმაოდ დიდი პოლიტიკური ბერკეტებიც უვარდება ხელში. გარდა ამისა, ერთ-ერთი მოტივი ისიც არის, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ნიშნავს ქვეყნის პრეზიდენტი და მის გარეშე შეუძლებელი იქნება ეროვნულ ბანკში რაიმე ცვლილება მენეჯმენტში. როდესაც სახელისუფლებო უმრავლესობას გამოეცალა პრეზიდენტზე ზემოქმედების ბერკეტი, მან უბრალოდ გადაწყვიტა, რომ ბანკი გაყოს შუაზე. მონეტარული პოლიტიკა დაუტოვოს პრეზიდენტს და აკრიტიკოს გარედან, ხოლო საბანკო ზედამხედველობის და ფინანსური სტაბილურობის ნაწილი წაიღოს თავისი პოლიტიკური კონტროლის ქვეშ. თავისთავად ეს მიზნები შეიცავს საფრთხეს და პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის აბსოლიურად სწორი და ადექვატური. ვეტო არის გარკვეული დროის მიცემა, დაფიქრების შანსის მიცემა დეპუტატებისთვის და როცა ვხედავთ, რომ კანონპროექტი მიღებული იქნა მთელი რესურსების მობილიზების ხარჯზე და საკმარისია, რომ 2-3 ადამიანი აღარ გამოცხადდეს, ან გადაიფიქროს, ან სინდისმა შეაწუხოს ან გონება გაუნათდეს, რეალურად ეს ვეტო ვერ იქნება დაძლეული. ამიტომ ვეტო არაა მხოლოდ სიმბოლური აქტი, მას შეუძლია მოახდინოს კორექტირება თუნდაც უკვე კანონის სახით დამტკიცებული დოკუმენტის. ასევე ვეტოს დადების ეს ფორმა ნიშნავს პრეზიდენტის მხრიდან შეთავაზებას თანამსრომლობისა და კომპრომისზე წასვლას. მან ცალსახად არ უარყო კანონი, არამედ მან რაღაც დათქმით შეიძლება დაუჭიროს მხარი ამ კანონს თუ რამდენიმე პრინციპული ხასიათის მოსაზრება იქნება გათვალისწინებული. პირველ რიგში, ეს ეხება ამ უწყების ეროვნულ ბანკის შემადგენლობაში დარჩენას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)