19:40 - 28 May, 2026
|
2020-01-08 10:49:02, 2546 ნახვა
რეგიონი
წყალტუბოში ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩაზე, დევნილთა საერთო საცხოვრებელში გაჩენილ ხანძარს ორი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ადგილზე მისულ მაშველებს, ორივე მათგანი გარდაცვლილი დახვდათ. მათივე ინფორმაციით, შენობაში დაიწვა მხოლოდ ერთი ოთახი, დანარჩენზე კი მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის გავრცელება თავიდან აიცილეს. ასევე დროულად მოხდა 35 მოქალაქის ევაკაუცია. ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, ასევე პოლიციის ეკიპაჟები და სამედიცინო ბრიგადები. მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია 188 მუხლის მეორე ნაწილით, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)