|
2015-07-23 14:30:22, 779 ნახვა
ეკონომიკა
ირინა მილორავა: ელექტროენერგიის ახალი ტარიფი მოსახლეობის უწყვეტ ენერგომომარაგებას უზრუნველყოფს
სემეკის თავმჯდომარის ირინა მილორავას განცხადებით, ელექტროენერგიის ახალი ტარიფი მოსახლეობის უწყვეტ და საიმედო ენერგომომარაგებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ მილორავამ ჟურნალისტებს სემეკის სხდომის დასრულების შემდგეგ განუცხადა, სადაც „ენერგო პრო ჯორჯიას“ მომხმარებელებისთვის ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფის დაახლოებით 3,348 თეთრით გაზრდა მოხდა. მილორავას თქმით, ტარიფის კორექტირება რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული. „ტარიფის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო იმ კომპონენტებით, რომლებზეც ვალუტის კურსის ცვლილება გავლენას ახდენს. ეს იყო ძირითადად თბოელექტრო სადგურები და იმპორტირებული ელექტროენერგია. მნიშვნელოვანი წილი ტარიფის კორექტირებაში სწორედ ამ ორმა კომპონენტმა შეიტანა. ეს არის სამართლიანი ტარიფი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის უწყვეტ და საიმედო ენერგომომარაგებას“,-განაცხადა ირინა მილორავამ. ცნობისთვის, ახალი ტარიფი ძალაში 1 აგვისტოდან შევა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)