|
2015-07-21 13:29:10, 499 ნახვა
პოლიტიკა
ტუსკი: ვშიშობ ერთადერთი, რასაც პროვოკაციის ავტორები ისურვებდნენ, მოჭარბებული რეაქციაა
ვშიშობ ერთადერთი, რასაც პროვოკაციის ავტორები ისურვებდნენ, ეს არის მოჭარბებული რეაქცია, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცე, მაგრამ მივუდგეთ ამ საკითხებს პასუხისმგებლობით, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ტუსკმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზთან ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვა აშკარა პროვოკაციაა. „მე ახლახანს ჩამოვედი ადმინისტრაციული საზღვრის რეგიონიდან, სადაც ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან ერთად ვიმყოფებოდი. მე დავინახე, თუ როგორ მონტაჟდება გამყოფელი ზოლები. უკანასკნელი პერიოდის სასაზღვრო ნიშნების აღმართვა აშკარა პროვოკაციაა. ეს ნამდვილად არ არის წვლილის შემტანი ნდობის და სხვა ძალისხმევის განხორციელებაში, რომელიც მიმართულია სიტუაციის სტაბილიზაციისკენ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გადამწვყეტ როლს თამაშობს იმისთვის, რომ სიტუაცია არ გამოვიდეს სიმშვიდის ფორმატიდან“, - განაცხადა ტუსკმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე პრემიერ-მინისტრის და მთავრობის რეაქციას მაღალი შეფასება მისცა. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა აღელვების და ემოციების გარეშე უნდა მოგვარდეს. „მინდა ხაზი გავუსვა, რომ მე მაღალ შეფასებას ვაძლევ თქვენს რეაქციას, თქვენი მთავრობის რეაქციას, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის და ევროპისთვისაც. აღნიშნული პრობლემა პასუხისმგებლობით, აღელვების და ემოციების გარეშე უნდა მოგვარდეს. მე ვშიშობ, რომ ერთადერთი რასაც ისურვებდნენ პროვოკაციის ავტორები, ეს არის მოჭარბებული რეაქცია, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცე, მაგრამ მივუდგეთ ამ საკითხებს პასუხისმგებლობით“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა. ცნობისთვის, 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. ,,საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული. ორივე ტერიტორიის სიახლოვეს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული სეგმენტები მდებარეობს და განხორციელებული უკანონო ქმედებით სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)