|
2019-11-15 17:32:12, 2734 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ბათუმის უნივერსიტეტში განათლებასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამართულ სესიას დაესწრო
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე გაეროს ბავშვთა ფონდისა და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, ბათუმის უნივერსიტეტში გამართულ სესიას დაესწრო, რომელიც განათლებასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს ეძღვნებოდა. შეხვედრაზე ესტონეთის ელჩმა კაი კაარელსონმა ესტონეთის განათლების სისტემის გამოცდილებაზე ისაუბრა, იუნისეფის წარმომადგენელმა საქართველოში დოქტორმა ღასან ხალილმა ბავშვთა უფლებებზე დაფუძნებული განათლების მნიშვნელობაზე, ხოლო აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა დამსწრე საზოგადოებას აჭარაში განათლების რეფორმის მიმდინარეობა გააცნო. სესია დახურა პროფესორმა ლელა თავდგირიძემ, რომელმაც მონაწილეებს წარუდგინა გაეროს ბავშვთა ფონდის, ესტონეთისა და საქართველოს საპარტნიორო პროგრამის შედეგები უმაღლეს განათლებაში. სესიას ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები, ბათუმის სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პედაგოგები და სტუდენტები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)