|
2019-11-12 18:38:12, 22839 ნახვა
სპორტი
სომხეთის მთავრობა აფინანსებს ფილმს, რომელიც ძალოსანი ტრანსგენდერის ისტორიას მოყვება
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ უშუალოდ მისი ჩართულობით ფილმი, სახელწოდებით "მელ" ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. აღნიშნული ფილმი, რომლის გადაღებებიც ამ დრომდე მიმდინარეობს, მოყვება ტრანსგენდერ მამაკაცზე მელ დალუზიანზე, რომელიც ევროპის სამგზის ჩემპიონი გახლავთ. ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ ფილმი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი დრამით (40 000$) დაფინანსდება. "ადამიანი, რომელზეც ვსაუბრობთ ევროპის სამგზის ჩემპიონია. მისი წყალობით ევროპაში სამჯერ გაჟღერდა ჩვენი ჰიმნი და აფრიალდა ჩვენი დროშა. ჩვენ ვაფინანსებთ ფილმს, რომელიც ყვება ჩემპიონის ისტორიას",-თქვა ფაშინიანმა.
სქესის კორექციამდე მილენა დალუზიანი (ასე ერქვა მას ადრე) სომხეთის ჩემპიონი არაერთხელ გამხდარა, შემდეგ 2007-2008 წლებში მან ევროპის ჩემპიონის თასი ორჯერ მოიპოვა. პარალელურად მილენა 2006-2010 წლებში ძალოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონი ხდებოდა. ქამინგ-აუთის შემდეგ, 2016 წელს დალუზიანმა ნიდერლანდებში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ის ახლაც იქ ცხოვრობს.
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)