|
2019-11-04 18:45:10, 2725 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოების მონიტორინგს განაგრძობს. თორნიკე რიჟვაძე დღეს ბათუმში, დრამატული თეატრის მიმდებარედ, საცხოვრებელი კორპუსის ფასადის შეფუთვის სამუშაოების მიმდინარეობას ქალაქის მერთან, ლაშა კომახიძესთან ერთად გაეცნო. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შენობის მობათქაშება, კედლის ფილების გაკვრა, სამღებრო სამუშაოები და ფასადის მოწყობა. ამ ეტაპზე სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვნად შეცვლის ქალაქის იერსახეს. ,,დღეს ბათუმის მერთან ერთად მოვინახულეთ რამდენიმე ობიექტი, სადაც ძალიან ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარეობს რამდენიმე შენობის ფასადის შეცვლა. საოცრებათა პარკში წლების განმავლობაში არსებული პრობლემა, რომელიც უკავშირდებოდა დაზიანებულ ფილებს, ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ბათუმის მერიასთან. ეს იქნება ის ინფასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც გადაჭრის ათწლეულების განმავლობაში არსებულ პრობლემას"-აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. რუსთაველის ქუჩაზე მდებარე შენობა განახლებულ იერსახეს მიმდინარე წლის ბოლოსთვის მიიღებს. მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის მერთან ერთად მოინახულა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც ხორციელდება ძველი ფილების დემონტაჟი, გრუნტის შეცვლა და ბეტონის საფარის დაგების მოსამზადებელი სამუშაოები, პარალელურად მიმდინარეობს პედესტალის ფილების რეაბილიტაცია. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)